შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას ოჯახს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მათთვის სასურველი დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა შესთავაზა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე მივიდა დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. ოფიციალური დასკვნა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალება, რომელიც 5 ივლისს სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მანამდე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაიცვალა „ტვ პირველის“ ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა