შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში მოუსმინეს

მწვავე კითხვების გარეშე ჩაიარა ვახტანგ გომელაურის მოსმენამ პარლამენტში.

მინისტრის საათის ფორმატში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს დღეს დეპუტატებმა არაერთი რეზონანსული საქმე შეახსენეს. კითხვები დაისვა ნიკა მელიას დასაკავებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩატარებულ ოპერაციაზე, ბადრი ესებუას დაკავების პერსპექტივაზე და ბოლო პერიოდში პოლიციელებზე გახშირებულ თავდასხმებზე. ამ კონტექსტში დღეს მინისტრს რამდენიმე აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე პირველად მოუხდა საუბარი. კითხვების გარდა გომელაურმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მადლობაც მოისმინა.