შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთში

15:12, 30.06.2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მას სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი მასპინძლობს. გაიმართა ოფიციალური დახვედრის ცერემონია. შესრულდა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები. ცერემონიის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სომხეთის პოლიციის თანამშრომელთა ხსოვნას და მათი მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ორი ქვეყნის მინისტრებს შორის გაიმართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესახებ. მათ ასევე განიხილეს საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ორმხრივი კავშირების განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

მსგავსი