„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, მირზა კეზევაძემ საკუთარი სურვილით დატოვა შსს-ს რიგები“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კითხვაზე, – რას უკავშირდება კეზევაძის თანამდებობიდან გათავისუფლება, დარახველიძემ აღნიშნა, რომ მირზა კეზევაძე არავის გაუშვია და ის საკუთარი სურვილით წავიდა სამსახურიდან.