შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება

ანაკლიის პორტის პროექტზე მომზადებული კონტრაქტის პირობები რამდენჯერმე შეიცვალა და მნიშვნელოვანია, ყველამ ვალდებულებები შეასრულოს, ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი კითხვას, რას გულისხმობდა, როდესაც მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას, პრივილეგირებული ბიზნესმენის სტატუსი ახსენა და როდესაც თქვა, რომ თხოვნის შემდგომ მთავრობამ რამდენჯერმე გადაავადა პირობები.

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეწყო და დახმარებოდა ამ პროექტს, ისევე როგორც ამას აგრძელებს, თუმცა, მინისტრის განცხადებით, ყველაფერს თავისი ვადა აქვს და სახელმწიფო ამ პროექტს გონივრული ვადის ფარგლებში დაეხმარება.

 

დატოვე კომენტარი