შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციას ეწვია

12:27, 15.06.2026

სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია შს მინისტრი. დაათვალიერა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა. მინისტრი დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს. სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი