შინაგან საქმეთა მინისტრი ქედაში

12:16, 19.08.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქობულეთსა და ქედაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პოლიციის ახალი შენობები გახსნა. დაწესებულებები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი, მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი და სასადილო ოთახები. შენობები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. ადგილზე შს მინისტრი იმყოფებოდა. აღინიშნა, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მსგავსი