შინაგან საქმეთა მინისტრი მესტიის პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი ასევე შეეხო სამართალდამცველების მიერ ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას, რომლის შედეგადაც, ჯამში, ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ზემო სვანეთში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო განყოფილებასა და სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ეწვია. ასევე, შეხვდა დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას მესტიის მუნიციპალიტეტში ასრულებენ.