შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარაში

შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უწყების სხვადასხვა დანაყოფს, ასევე, სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია და თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა. გეკა გელაძემ პირადად მოინახულა და მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. მინისტრმა მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვის პროცესში უწყების თითოეული თანამშრომლის როლს, ასევე, დანაყოფების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.