„შინ მოვლა“ – სოციალური პროექტი გორში
უმნიშვნელოვანესი სოციალური ინიციატივა, რომელიც ხანდაზმულების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. შინ მოვლის პროგრამებით საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ის ადამიანები სარგებლობენ, რომელთაც დამოუკიდებლად თავის მოვლა არ შეუძლიათ. პირველადი სამედიცინო სერვისი, საყოფაცხოვრებო დახმარება, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა, ჰიგიენური და პირადი მოვლა – ამ მომსახურებას მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ბენეფიციარებს სპეციალიზებული არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით აწვდის. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ბევრგან მუშაობს, მოთხოვნა რიგ შემთხვევებში აჭარბებს მიწოდებას. მუნიციპალიტეტების ნაწილში არსებობს ე.წ. „მომლოდინეთა სიები“, რადგან გამოყოფილი ბიუჯეტი ყველა მსურველის ერთდროულად ჩართვის საშუალებას არ იძლევა. გორის მაგალითზე მოგიყვებით, როგორ მუშაობს შინმოვლის პროგრამა საქართველოში.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები