„შინ ევროპისკენ“ - აქცია რუსთაველის გამზირზე

ერთკვირიანი ვადა ხელისუფლებას – რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის ორგანიზატორებმა მთავარ მოთხოვნად ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა მოითხოვეს, რისთვისაც ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს.

როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს მთავრობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს. მიზანი კი, იმ 12-ვე პუნქტის შესრულება უნდა იყოს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთან მიმართებაში წინაპირობებად დააყენა.

აქცია პარლამენტთან რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და მას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სტუდენტებიც შეუერთდნენ. შემდეგი საპროტესტო აქცია 3 ივლისს, ისევ რუსთაველზე, პარლამენტის მიმდებარედ არის დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი