ერთი საათია, პარლამენტის წინ მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი ლიდერები მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე არიან შეკრებილები. 24 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების გარდა შეკრებას კიდევ ერთი დატვირთვა აქვს – გავრილოვის ვიზიტის გამო გამართული ანტისაოკუპაციო გამოსვლიდან და პარლამენტის წინ განვითარებული ცნობილი მოვლენებიდან დღეს სამი წელი გავიდა. როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, დღევანდელი შეკრების მიზანია, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მოლოდინში კიდევ ერთხელ აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროინტეგრაციის მომხრეა. აქციაზე მისული ოპოზიცია ხელისუფლებისგან ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ წაყენებული 12 პირობის დროულად შესრულებას ითხოვს, ისმის სხვა მოთხოვნები, მათ შორის ხელისუფლების შეცვლის და ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ.
ნოდარ ჩაჩუა აშუქებს აქციას.