შიმშილობის მე-11 დღე და სოლიდარობის აქციები ჭიათურაში

შიმშილობის მე-11 დღე და სოლიდარობის აქციები. ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკების მორიგი მცდელობა გუშინ კვლავ წარუმატებლად დასრულდა. დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით მასშტაბური პროტესტის მონაწილეებს მთავრობის სამი წევრი ხვდება. გაფიცულ მაღაროელებთან ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჩავიდნენ.