შიმშილობის აქცია პარლამენტში

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წევრი შიმშილობს. ისინი სხვადასხვა პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს. ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა პროტესტის ამ ფორმას სამი დღის წინ მიმართა.