შიმშილობის აქცია პარლამენტში

საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალური მოძრაობის ოთხი დეპუტატი შიმშილობს. ისინი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ. მოშიმშილე დეპუტატები დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულა. ასევე პროტესტში ჩართულ დეპუტატებს შეხვდა ვიცე-სპიკერი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანიც.