შიმშილობის აქცია პარლამენტში

მეხუთე დღეა შიმშილობს პარლამენტის ცხრა ოპოზიციონერი წევრი. „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შიმშილობს გიორგი ბარამიძე. მათი განმარტებით, შიმშილობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მულტიფუნქციურ, მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. ამავე მოთხოვნით, მე-15 დღეა შიმშილობს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაც.