შიმშილობის აქცია ბათუმში

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში პარტიის ორმა წევრმა, კახა მიქელაძემ და ალექსანდრ ბერიძემ შიმშილობა დაიწყეს. ისინი აცხადებენ, რომ უერთდებიან ოპოზიციის საყოველთაო პროტესტს. მათი განცხადებით, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტენ, ვიდრე ოპოზიციის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.