შიმშილობის აქცია 

გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ფოფხაძე და კიდევ რამდენიმე პირი პარლამენტის წინ ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით 33-ე დღეა შიმშილობს. მათ გუშინდელი აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.