შიმშილობის აქცია

31 წლის დმანისელმა მსახიობმა ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა დაიწყო. მან გუშინდელი ღამე დმანისის მერიის წინ, ავტომობილში გაატარა. მისი განცხადებით, როდესაც ქვეყანაში უსამართლობას ხედავს, არ შეუძლია უმოქმედოდ იყოს. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, ითხოვს ხელახალ არჩევნებსა და აქციების დროს დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ლაშა ჩხვიმიანი 2017-21 წლებში დმანისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. ის მულტიფუნქციური სახელოვნებო ორგანიზაციის თანადამფუძნებელია.