შიმშილობას აგრძელებს ელენე ხოშტარია

შიმშილობას აგრძელებს ელენე ხოშტარია. „დროას“ ლიდერი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოინახულეს. დიმიტრი ხუნდაძემ საუბრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას მდგომარეობა საყურადღებოა. ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-14 დღეა შიმშილობს.