შიჰანის არქეოლოგიური გათხრები

21:40, 17.07.2020

შიჰანის პროექტს დიდი დატვირთვა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ღრმა ქრისტიანული ფესვებისა და ისტორიისთვის, არამედ სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი განზომილებაა ქართულ-იორდანულ ორმხრივ ურთიერთობებში,“  – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იორდანიაში, შიჰანის მთაზე ქართული ისტორიული კვალის მოძიების მიზნით დაგეგმილი ერთობლივი არქეოლოგიური პროექტის შესახებ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კომენტარი შიჰანის მთაზე არქეოლოგიური გათხრების შესახებ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ გადაცემული სიუჟეტის შემდეგ გააკეთა.

იორდანიაში, ქალაქ კარაკში მდებარე შიჰანის მთაზე საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორმხრივი სამეცნიერო ექსპედიცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება.

მსგავსი