შიდაპარტიული არჩევნებისთვის სამზადისი „ნაციონალურ მოძრაობაში“

ვინ ჩაუდგება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას სათავეში, – ეს საკითხი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია. კანდიდატების ვინაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დასახელდება. ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილია ის, რომ თავმჯდომარეობისთვის ნიკა მელიას გარდა, გიორგი ჩალაძე და გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ. საუბარი აქტიურად მიმდინარეობს ლევან ხაბეიშვილიკანდიდატურაზეც, რომელსაც ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში ეხმაურება. რომან გოცირიძე ინიციატივით გამოდის და თანაგუნდელებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატების შესარჩევად რამდენიმე კრიტერიუმის დაწესებას სთავაზობს. როგორც გოცირიძე წერს, თავად კონკურსში მონაწილეობას არ აპირებს.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება მმართველი გუნდიც.