შიდაპარტიული არჩევნებისთვის სამზადისი „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება – აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის სამუშაო ჯგუფმა მიიღო. არჩევნები ერთ-ერთ ინტერნეტ-პლატფორმაზე წარიმართება, კანდიდატებს კი წინასწარი რეგისტრაცია მოუწევთ. ეს ჯერ-ჯერობით  სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებაა, რომელიც დასამტკიცებლად პარტიის პოლიტსაბჭოს წარედგინება. პარალელურად, ჯგუფში მუშაობა გაგრძელდება კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც, ერთ-ერთი ვერსიით თავმჯდომარეობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის პოლიტსაბჭოს მინიმუმ სამი წევრის მხარდაჭერა იქნება აუცილებელი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვარაუდობენ, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევას დეკემბრის ბოლომდე შეძლებენ.