შიდაპარტიული არჩევნების მეორე დღე „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის ცვლილებას აანონსებენ ლევან ხაბეიშვილის მომხრეები, რომლებიც აცხადებენ, რომ ხვალიდან პარტიას ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ისინი მიზეზად არჩევნებზე აქტიურობას ასახელებენ, თუმცა, ამ ინფორმაციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან სხვა კანდიდატების მომხრეები. შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“ ტექნიკური ხარვეზებით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მხარეები აცხადებენ, რომ ყველა რეგისტრირებული ამომრჩეველი ხვალ, დილის 10 საათამდე საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას შეძლებს.

გიორგი კობერიძე შეფასებებით.