შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

უკვე თითქმის 8 საათია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი დილიდან ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუმ გერმანულ გამოცემასთან პარტიაში არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. ოპოზიციური პარტიის წევრებს მთელი დღეა ჟურნალისტებთან კომენტარების გაკეთება სწორედ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით უწევთ.

რა სიტუაციაა ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, ამაზე ახლა ნათია ქენქაძე ისაუბრებს.