შიდაპარტიული არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები შიდაპარტიული მღელვარებისა და კიდევ უფრო გამწვავებული დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გასაჯაროების შემდეგ, საარჩევნო პროცესის ნაცვლად, მთელი ყურადღება ახლა პარტიის დამფუძნებლის განცხადებებისკენ არის მიმართული.

თავმჯდომარეობის რომელი კანდიდატი დააზიანა ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუმ და მოახდენს თუ არა გავლენას ის არჩევნების შედეგებზე, – ნათია ქენქაძე დილიდან ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში მუშაობს და საუბარს თემაზე ახლა ის განაგრძობს.