შიდა დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ფორმა, რომლითაც თავმჯდომარის პოსტზე ყოფილმა პრეზიდენტმა ნანუკა ჟორჟოლიანს მხარდაჭერა გამოუცხადა, გუნდის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ლიდერები, მათ შორის ანა წითლიძე და თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არასწორ კომუნიკაციასა და იმ გადაწყვეტილებებზე საუბრობენ, რომლებიც პარტიის შიგნით კრიზისს იწვევს. თავად ნანუკა ჟორჟოლიანი კი ექს-პრეზიდენტის დავალებით რეგიონებში შეხვედრებს მართავს. ვინ დაიკავებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტს – ეს ივლისში დაანონსებულ პარტიის ყრილობაზე გაირკვევა. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლას ემსახურება.