კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ გრძელდება. პარტიის წევრები მიხეილ სააკაშვილს კომუნიკაციის ფორმას უწუნებენ და ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტს ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა გაეკეთებინა. კერძოდ, ფორმა, რომლითაც თავმჯდომარის პოსტზე ყოფილმა პრეზიდენტმა ნანუკა ჟორჟოლიანს მხარდაჭერა გამოუცხადა, გუნდის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. პარტიის წევრები განმარტავენ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა მასთან აქვთ კითხვები. მაგალითად, ვინ არიან და რა კომპეტენცია აქვთ ადამიანებს, რომელთა მოყვანაც გუნდში გეგმავს. რაც შეეხება მოქმედ თავმჯდომარეს. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ პარტიის დატოვებას არ აპირებს. ვინ დაიკავებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს- ეს ივლისში დაანონსებულ პარტიის ყრილობაზე გაირკვევა.