შიდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულებულია. შიდაპარტიული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეგისტრაცია როგორც ელექტრონული, ისე არაელექტრონული ფორმით მიმდინარეობდა. კომისიამ გაითვალისწინა ამომრჩეველთა მაღალი ინტერესი, ასევე კანდიდატების თხოვნა და არჩევნები არასამუშაო დღეებში გაიმართება. წყალტუბოში, ქუთაისსა და ახალქალაქში არჩევნები – 20 მაისს ჩატარდება, ხოლო წალენჯიხასა და მარნეულში – 21 მაისს.