შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო

დღეიდან შეზღუდვები ნაწილობრივ მსუბუქდება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა. თბილისის მოლებში მომხმარებელთა შესვლა მაქსიმალურად კონტროლდება. სამუშაო პერიოდი დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე განისაზღვრა. 10 კვადრატული მეტრის ფართობზე მხოლოდ ერთი მომხმარებლის მიღებაა შესაძლებელი.