შეზღუდვების შემსუბუქება

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა. ამ წუთიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, გარკვეული რეგულაციების დაცვით, სავაჭრო ობიექტებში მათთვის სასურველი ნივთები შეიძინონ. სამუშაო საათები დილის 10-დან საღამოს 19 საათამდე განისაზღვრა. 10 კვადრატული მეტრის ფართობზე მაღაზიას მხოლოდ ერთი მომხმარებლის მიღება შეუძლია.