შეზღუდვების ნაწილი იხსნება

ხვალიდან, 15 თებერვლიდან სამ დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბავშვები სკოლის შენობებს უბრუნდებიან. განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების მიხედვით, მოსწავლეებმა მეხუთე კლასიდან, სკოლის სივრცეში გადაადგილებისა თუ გაკვეთილის პროცესში, უნდა ატარონ პირბადე. განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევისა და მშობლის განცხადების საფუძველზე, შესაძლოა, მოზარდს ეს ვალდებულება მოეხსნას. ასევე ძალაში რჩება არჩევის სისტემაც და სპეციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ, მოსწავლე დისტანციურ რეჟიმზე დარჩება. ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საკოორდინაციო საბჭო სკოლების ბუფეტებისა და სხვადასხვა წრეების ეტაპობრივად ამოქმედების საკითხს განიხილავს.

მოამბე