შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპი

8 ივნისს, შეზღუდვების მოხსნის მეექვსე ეტაპი დაიწყება –  ორშაბათს, დახურული ტიპის რესტორნები გაიხსნება, ასევე იგეგმება საქალაქთაშორისო მიმოსვლა აღდგენა და სასტუმროების გახსნა. რაც შეეხება ისეთ დაწესებულებებს, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანის თავშეყრა ხდება, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უნდა განისაზღვროს შესაძლო საფრთხეები, რის შედეგადაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

მინისტრის თქმით, მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, რომ ყველა ბიზნესს ჰქონდეს საშუალება ფუნქციონირება დაიწყოს.

დატოვე კომენტარი