შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა

ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გრძელდება. 18 მაისიდან, სილამაზისა და ესთეტიკის სალონები გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დასაშვები იქნება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა, თუმცა, ეს  არ ეხება ავტომობილით გადაადგილებისას შეზღუდვას.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ტურიზმის გახსნის საკითხსა და ქვეყნებთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.