შეზღუდვები უკრაინულ პროდუქციაზე

უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი ევროპის ქვეყნებისთვის დილემად იქცა.

რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების დაბლოკვის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანა სახმელეთო გზებით ხდება, თუმცა პროდუქტების ნაწილი მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებამდე სატრანზიტო ქვეყნებში რჩება. შედეგად პოლონეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში ადგილობრივი ფერმერების საპროტესტო აქციები დაიწყო. უკრაინა ამ ოთხ ქვეყანაში მისი პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას და სატრანზიტო გზების განბლოკვას მოლაპარაკებების გზით ცდილობს. ამ მხრივ გარკვეული პროგრესია პოლონეთთან მიმდინარე კონსულტაციებში – ოფიციალური ვარშავა პროდუქციის მისი ქვეყნის გავლით გატარებაზე თანახმაა, თუმცა პროდუქციის ტრანზიტის მკაცრი კონტროლის პირობით.