შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

თოვლისა და ყინვის გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მლეთა-კობის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის დარიალის მონაკვეთზე კი, ტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. ასევე ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი მანქანების გადაადგილება.

ქუთაისი- წყალტუბო –ცაგერი –ლენტეხის საავტომობილო გზაზე დიდი მოცულობის მიწა-კლდის ნაშალია ჩამოსული, რის გამოც ყველა სახის ტრანსპორტისათვის მოძრაობა აკრძალულია.

გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.