შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამასთან, დეპარტამენტის ცნობით, „შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, თუმცა, თოვლისა და ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე, ყოველდღე 20 საათიდან, დილის 8 საათამდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში გადადგილება შეუზღუდავად ხორციელდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, –  ნათქვამია საგზაო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.