შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

უამინდობის გამო შეზღუდვებია საავტომობილო გზებზე.

ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. იგივე წესები მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის მონაკვეთზე. პრობლემურ მონაკევთებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. შედეგად, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ვერონა-შუამთის მონაკვეთზე, შეზღუდვები მოისხნა და მოძრაობა თავისუფალია. ასევე მოძრაობა დასაშვებია ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე.

ინტენსიური თოვისა და ზვავების გამო ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა აკრძალული იყო, თუმცა დილიდან მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.