შეზღუდვები საავტომობილო გზებზე
უამინდობის გამო, ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვებია დაწესებული საავტომობილო გზებზე. ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია გუდაური-კობის მონაკვეთზე, ამიტომ დროებით ყველა სახის საგზაო მოძრაობაა აკრძალული. ინტენსიური სამუშაოების შედეგად კი გუდაურამდე გზა უკვე გაწმენდილია და მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგენილია.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს: ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ვერონა-თელავის მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის გზის კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კალა-უშგულისა და მელე-ლსდილის მონაკვეთებზე. მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: გომი-საჩხერეს მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე, საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.