შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია გუდაური–კობის, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის, უშგული-ლასდილი და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე. ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ასევე გრიგოლეთი-სარფის მონაკვეთზე. იგივე შეზღუდვები მოქმედებს ნაქერალას უღელტეხილზეც. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები ვერონა-თელავის მონაკვეთზე, ასევე ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე. უფრო დეტალური ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.