შეზღუდვები ლენტეხი-ლასდილის გზაზე

12:05, 30.08.2026

ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა. ხიდზე ასევე დამონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები და შესრულდება ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური სამუშაოები. სარმის დროებით ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა ხვალ, დღის მეორე ნახევარში იგეგმება. ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით სამუშაოების მიმდინარეობას ხელმძღვანელობენ. ახლა ამ მონაკვეთზე მოწყობილი შემოვლითი გზით გადაადგილება, მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი. ახალი, კაპიტალური ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

მსგავსი