შეზღუდვები იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში

შეზღუდვებია დაწესებული იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში, სადაც დღეს წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდება. ისრაელს უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაელოდება. ტაძარში შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებიდან. ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წმინდა ცეცხლის წასაღებად იერუსალიმში ჩასულ წარმომადგენლობებს თვითმფრინავების დატოვების უფლება არ ექნებათ. მათ ცეცხლს საელჩოების წარმომადგენლები მიაწვდიან. სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს საქართველოშიც. შემდეგ კი ცეცხლს სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.