ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს

12:10, 09.01.2023

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს. გომბორი-შუამთის მონასტრის გადასახვევთან მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ხოლო მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე მანქანების მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი