ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე კვლავ რჩება შეზღუდვები. მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის გაშლა, ხოლო ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. თელავში და მუნიციპალიტეტის სოფლებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები ამ დროისთვის გაწმენდილია და აღდგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც დილის საათებში იყო შეზღუდული.