შეზღუდვები ძველი ავტომობილების იმპორტზე

21:37, 13.02.2026

მთავრობის კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც არაერთგვაროვანი რეაქციების მიზეზი ხდება. პირველი აპრილიდან ქვეყანაში 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა იკრძალება. რეგულაცია არ გავრცელდება მხოლოდ ელექტრომობილებზე და იმ ავტომანქანებზე, რომლებიც პირველ აპრილამდეა შეძენილი. დიდ ქალაქებში გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მოძველებული ავტოპარკის განახლება და ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარება – მთავრობა მიღებულ გადაწყვეტილებას ამ არგუმენტებით ამყარებს და მოლოდინი აქვს რომ ახალი რეგულაცია ვითარებას საგრძნობლად გააუმჯობესებს. თუმცა ასე არ ფიქრობენ სექტორის წარმომადგენლები. ავტოიმპორტიორების პროგნოზით, გარდა იმისა. რომ დაანონსებული ცვლილებები ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს, სექტორს მნიშვნელოვან დააზარალებს და მოთამაშეების ნაწილს ბაზრიდან გააქრობს.

მსგავსი