შეზღუდვები ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე, ინტენსიურმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გზის 96-ე კმ-ზე, სოფელ გიორგი-წმინდას მახლობლად, წვიმის შედეგად ჩამოსული მიწის მასის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია. ადგილზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.