შეზღუდვები ბენზინგასამართი სადგურებისთვის

თბილისში, ბენზინგასამართ სადგურებზე კონტროლი მკაცრდება.

შესაძლოა, სადგურები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ არსებულ სტანდარტებს, დაიხუროს და მეპატრონეს კომპენსაცია ან ალტერნატიული ფართი გამოეყოს.

ამ ეტაპზე დედაქალაქის მერია მოლაპარაკებას ლაგუნა ვერეს მიმდებარედ არსებულ რამდენიმე სადგურთან აწარმოებს.

სპეციალისტები კანონდებლობაში არსებულ ხარვეზებთან ერთად პრობლემას იმაში ხედავენ, რომ სადგურების უმეტესობა არათუ ევროპულ, არამედ ქართულ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ.