შეზღუდვები ავტომაგისტრალებზე
უამინდობა და დაბალი ტემპერატურა საქართველოს რეგიონებში – საავტომობილო გზების დეპარტამენტი მაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კილომეტრებზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით აკრძალული იყო მისაბმელიანი, ნახევრად-მისაბმელიანი და M3 კატეგორიის ავტომანქანების გადაადგილება.