შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების აქცია

18:27, 27.12.2024

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოსკენ აქცია-მსვლელობას აწყობენ. მარშის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული მოქალაქეები. მათივე განცხადებით, შშმ პირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირში შესვლა. მათი განმარტებით ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა ხელშემწყობია, რომ გარემო მათთვის მეტად ადაპტირებული გახდეს.

მსგავსი