შეწყვეტილი შიმშილობა და ოპოზიციის გადაწყვეტილება - შეფასებები

დილიდან პოლიტიკური  შეფასებების  თემაა  ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოხაძის მიერ შიმშილობის შეწყვეტა  და ოპოზიციური პარტიების ნაწილის გადაწყვეტილება.  რვა ოპოზიციურმა პარტიამ კიდევ ერთხელ  განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ელენე ხოშტარიამ და გედევან ფოფხაძემ შიმშილობა შეწყვიტეს. ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება საზოგადოებას პარლამენტის წინ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო. მათი თქმით, სისტემის დასამარცხებლად უკომპრომისო ბრძოლას აპირებენ. განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „თავისუფლების მოედანი“; „ევროპული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „სტრატეგია აღმაშენებელი“; „ახალი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“. „დროა“; „ფედერალისტები“.  “გახარია საქართველოსთვის” კვლავ აცხადებენ, რომ  არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას არ შეცვლიან. „ლელოს“  საბოლოო გადაწყვეტილება კი –  ჩაერთვებიან თუ არა საარჩევნო პროცესში, ამ დრომდე ცნობილი არ არის, მანამდე, პარტია ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციას კონსულტაციებისკენ მოუწოდებდა.